საინფორმაციო წერილი

სს „ბანკი რესპუბლიკა“ ასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ სს „ჯორჯიან ქარდი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 204396377) აქციებს, რაც შეადგენს სს „ჯორჯიან ქარდი“-ს მთლიანი კაპიტალის 42,0328 %-ს.

Last Updated on 06.06.2014 Please Read more  
„ჯორჯიან ქარდის“ თანამშრომლებს „მართვის აკადემიამ“ სერტიფიკატები გადასცა
„ჯორჯიან ქარდის“ თანამშრომლებს - პროექტების მენეჯერს - ანა ელოშვილს, ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსს - თამარ ხაჭაპურიძეს, მხარდაჭერის ცენტრის მენეჯერს - ვლადიმერ პერეიასლავცევს და ექვაირინგის ცენტრის მენეჯერს - ოთარ წერეთელს სატრენინგო ცენტრის -  „მართვის აკადემიის“ მიერ  სერტიფიკატები გადაეცათ. 
Last Updated on 13.07.2012 Please Read more  
“GeOlymp”-ის 2012 წლის ოლიმპიადა კვლავ „ჯორჯიან ქარდის“ მხარდაჭერით გაიმართება

2012 წლის 8 ივლისს, საინიციატივო ჯგუფი - „GeOlymp” ინფორმატიკის სფეროში რიგით მესამე ოლიმპიადის ფინალურ შეჯიბრს გამართავს. ოლიმპიადა ამჯერადაც ს/ს „ჯორჯიან ქარდის“ აქტიური მხარდაჭერით წარიმართება. ახალგაზრდა პროგრამისტებისთვის საკონკურსო ამოცანებს „GeOlymp“-ის გუნდი ადგენს. გუნდის წევრებს შორის ჩვენი კომპანიის  გამოცდილი თანამშრომელი, ასევე ინფორმატიკის სფეროში წარმატებული სპეციალისტები – „ჯორჯიან ქარდის“ ახალი პროდუქტების განვითარების ცენტრის უფროსი - ელენე ლაცოშვილი და საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის ჟიურის ექსპერტები - ანდრეი ლუცენკო და ელდარ ბოგდანოვი არიან.

Last Updated on 06.07.2012 Please Read more  
„ჯორჯიან ქარდის“ წარმატება ჩვენი კლიენტების წარმატებაა
ს/ს „ჯორჯიან ქარდმა“ ბაზალეთის სასტუმრო-კომპლექსში  - „ბაზალეთის ტბა“ ორი გასვლითი სხდომა გამართა. სხდომები, რომლებიც ეტაპობრივად, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში გაიმართა, მიზნად ისახავდა კომპანიის მისიის, მიზნებისა და სამომავლო ხედვის განსაზღვრას. ამ მიმართულებით კომპანიამ მენეჯერების, გუნდის ლიდერებისა და წამყვანი სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგები ჩაატარა, რომელთაც მოწვეული ტრენერი - თამარ მაღალაშვილი და ღონისძიების ორგანიზატორი,  „ჯორჯიან ქარდის“ საოპერაციო რისკების მენეჯერი - ნათია გაბელია გაუძღვნენ. ტრენინგის თემა ორგანიზაციის მისიის განმარტებასა და ფორმულირებასთან ერთად,  „Team Building” გახლდათ. სხდომებს კომპანიის ხელმძღვანელები - გენერალური დირექტორი, ნანა ქებურია და  გენერალური დირექტორის მოადგილე, ირაკლი კოდუა ესწრებოდნენ. თანამშრომელთა ტრენინგში ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ. 

Last Updated on 27.06.2012 Please Read more  
„ჯორჯიან ქარდსა“ და „პირველ საკრედიტო კავშირს“ შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ

 

„ჯორჯიან ქარდსა“ და „პირველ საკრედიტო კავშირს“ შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც „ჯორჯიან ქარდი“ „პირველ საკრედიტო კავშირს“ გაუწევს საპროცესინგო მომსახურებას.

Last Updated on 06.12.2011 Please Read more  
  •  « 
  •  < 
  •  1 
  •  2 
  •  3 
  •  4 
  •  > 
  •  » 


CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 66 სტუმარი ათვალიერებს საიტს