„ჯორჯიან ქარდის“ თანამშრომლებს „მართვის აკადემიამ“ სერტიფიკატები გადასცა
„ჯორჯიან ქარდის“ თანამშრომლებს - პროექტების მენეჯერს - ანა ელოშვილს, ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსს - თამარ ხაჭაპურიძეს, მხარდაჭერის ცენტრის მენეჯერს - ვლადიმერ პერეიასლავცევს და ექვაირინგის ცენტრის მენეჯერს - ოთარ წერეთელს სატრენინგო ცენტრის -  „მართვის აკადემიის“ მიერ  სერტიფიკატები გადაეცათ.  კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით, მართვის საფუძვლებში მათ თითქმის ერთი თვის მანძილზე უტარდებოდათ ტრენინგები, რომელთაც „მართვის აკადემიის“ პარტნიორი და კვალიფიციური ტრენერი -  ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. ტრენინგის მიზანი მსმენელებისთვის მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება გახლდათ. თანამშრომლების სწავლება და მსგავსი კურსებით მათი უზრუნველყოფა კომპანიის მიერ შემუშავებული პროგრამის ნაწილია. „ჯორჯიან ქარდი“ წარმატებისკენ სვლას მაღალკვალიფიციური, ძლიერი გუნდით განაგრძობს.
Last Updated on 13.07.2012  
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 37 სტუმარი ათვალიერებს საიტს