“GeOlymp”-ის 2012 წლის ოლიმპიადა კვლავ „ჯორჯიან ქარდის“ მხარდაჭერით გაიმართება

2012 წლის 8 ივლისს, საინიციატივო ჯგუფი - „GeOlymp” ინფორმატიკის სფეროში რიგით მესამე ოლიმპიადის ფინალურ შეჯიბრს გამართავს. ოლიმპიადა ამჯერადაც ს/ს „ჯორჯიან ქარდის“ აქტიური მხარდაჭერით წარიმართება. ახალგაზრდა პროგრამისტებისთვის საკონკურსო ამოცანებს „GeOlymp“-ის გუნდი ადგენს. გუნდის წევრებს შორის ჩვენი კომპანიის  გამოცდილი თანამშრომელი, ასევე ინფორმატიკის სფეროში წარმატებული სპეციალისტები – „ჯორჯიან ქარდის“ ახალი პროდუქტების განვითარების ცენტრის უფროსი - ელენე ლაცოშვილი და საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის ჟიურის ექსპერტები - ანდრეი ლუცენკო და ელდარ ბოგდანოვი არიან.

საქართველოში ინტელექტუალურ შეჯიბრებათა შორის „GeOlymp” ერთ-ერთი პრესტიჟული ოლიმპიადაა. პირველი კონკურსი 2010 წელს შედგა. ამჟამად, მასში მონაწილეობა როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ პროგრამისტებსაც შეუძლიათ. ოლიმპიადის სერიის ფარგლებში, ყოველთვიურად, ინტერნეტის მეშვეობით 2-საათიანი შეჯიბრი იმართება, 5 ინტერნეტ რაუნდის შემდეგ კი დასწრებული ფინალი ტარდება.  გამარჯვებულები სხვადასხვა სუვენირებითა და ძვირფასი საჩუქრებით ჯილდოვდებიან. ოლიმპიადის მხარდაჭერას ჩვენი კომპანია მომავალშიც გეგმავს.

 

 

Last Updated on 06.07.2012  
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 7 სტუმარი ათვალიერებს საიტს