„ჯორჯიან ქარდის“ წარმატება ჩვენი კლიენტების წარმატებაა
ს/ს „ჯორჯიან ქარდმა“ ბაზალეთის სასტუმრო-კომპლექსში  - „ბაზალეთის ტბა“ ორი გასვლითი სხდომა გამართა. სხდომები, რომლებიც ეტაპობრივად, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში გაიმართა, მიზნად ისახავდა კომპანიის მისიის, მიზნებისა და სამომავლო ხედვის განსაზღვრას. ამ მიმართულებით კომპანიამ მენეჯერების, გუნდის ლიდერებისა და წამყვანი სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგები ჩაატარა, რომელთაც მოწვეული ტრენერი - თამარ მაღალაშვილი და ღონისძიების ორგანიზატორი,  „ჯორჯიან ქარდის“ საოპერაციო რისკების მენეჯერი - ნათია გაბელია გაუძღვნენ. ტრენინგის თემა ორგანიზაციის მისიის განმარტებასა და ფორმულირებასთან ერთად,  „Team Building” გახლდათ. სხდომებს კომპანიის ხელმძღვანელები - გენერალური დირექტორი, ნანა ქებურია და  გენერალური დირექტორის მოადგილე, ირაკლი კოდუა ესწრებოდნენ. თანამშრომელთა ტრენინგში ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ. 

სასიამოვნო გარემოში გამართულმა შეხვედრებმა მონაწილეთა შორის პოზიტიური განწყობა შექმნა.  „ამ ინიციატივამ დადებითი როლი შეასრულა როგორც კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრაში, ასევე ორგანიზაციის შიდა ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც. მეგობრული ატმოსფერო შეიქმნა, რამაც შეხედულებების ურთიერთგაზიარება განაპირობა და კომპანიის გაძლიერების საერთო სურვილი დაგვანახა. ყველას გვაქვს გათავისებული, რომ „ჯორჯიან ქარდის“ წარმატება თითოეული თანამშრომლის, თითოეული ჩვენი კლიენტის წარმატებაა“, _ აღნიშნავს ნათია გაბელია.
სხდომებზე, რომლებიც სტიმულისმომცემი გახდა მთელი გუნდისთვის, კომპანიის სტრატეგიისა და წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებიც განიხილეს. ამ მიმართულებით ტრენინგს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი გაივლის. მორიგი გასვლითი სხდომა უახლოესი მომავლისთვის იგეგმება. „ჩვენი მიზანია გამოიკვეთოს კომპანიის ხედვა, რა სურს მას მომავალში, როგორი უნდა იყოს, რა არის მისი ოცნება და სურვილი. მისიისა და ხედვის მცნებების განმარტება ორგანიზაციის თითოეული თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია“, _ აღნიშნავს სხდომების ორგანიზატორი. 
შეხვედრებზე უკვე მიღწეულ  წარმატებებზეც ისაუბრეს, გამოიკვეთა კომპანიის ძლიერი მხარეები და  დაისახა კონკრეტული ამოცანები. „ჯორჯიან ქარდმა“ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რათა უმოკლეს ვადებში განახორციელოს უმთავრესი ჩანაფიქრი - შესთავაზოს მომხმარებელს მაქსიმალურად ხარისხიანი და დახვეწილი სერვისი.
 
 
 
Last Updated on 27.06.2012  
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 157 სტუმარი ათვალიერებს საიტს