„ჯორჯიან ქარდმა“ უკვე მეორედ გაიარა PCI DSS სერტიფიცირება

 

PCI DSS სტანდარტების განმეორებითი შემოწმება „ჯორჯიან ქარდმა“ კვლავ წარმატებით გაიარა.
PCI DSS არის საგადამხდელო სისტემების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საბარათე ინდუსტრიაში მოქმედი ყველა დაწესებულება. სტანდარტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დიდმა საგადამხდელო სისტემებმა როგორებიცაა: VISA, MasterCard,  American Express და  Diner’s Club.

„ჯორჯიან ქარდი“ არის ერთ–ერთი პირველი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში რომელმაც გაიარა PCI DSS სერტიფიცირება. ეს ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა კომპანიის თითოეული თანამშრომლისათვის.
„ჯორჯიან ქარდის“ სერტიფიცირება მოახდინა მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა კომპანიამ “Trustwave”. სერტიფიკატი მოქმედია 2012 წლის ოქტომბრამდე. 2012  წლის ოქტომბერში კომპანია ვალდებულია გაიაროს რესერტიფიცირება.
Last Updated on 06.12.2011  
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 82 სტუმარი ათვალიერებს საიტს