„ჯორჯიან ქარდმა“ წარმატებით დაასრულა „საქართველოს ბანკის“ სასერტიფიკაციო პროექტი Diners Club International საგადამხდელო სისტემაში

 

„ჯორჯიან ქარდმა“ წარმატებით დაასრულა „საქართველოს ბანკის“ სასერტიფიკაციო პროექტი Diners Club International  საგადამხდელო სისტემაში. პროექტი მოიცავდა სავაჭრო ობიექტების ტერმინალებში და ბანკომატებში ექვაირინგის სერვისის სერტიფიკაციას, ხორციელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და შედგებოდა რამდენიმე ფაზისაგან, მათ შორის: ავტორიზაციების და ტრანზაქციების მეისჯების ოფლაინ და ონლაინ სერტიფიკაცია, ტერმინალებისა და ქსელური შეერთების სერტიფიკაცია, ჰოსტის მომზადება და მიგრაცია რეალური გარემოს ოპერაციების მხარდასაჭერად.

ყველა ეს ეტაპი „ჯორჯიან ქარდის“ მიერ განხორციელდა წარმატებით და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში საჭირო შიდა რესურსების მობილიზაციის პირობებში. შესაბამისად, “საქართველოს ბანკმა“  2011  წლის თებერვალში დაიწყო  Diners Club და Discover პლასტიკური ბარათების სავაჭრო ობიექტებში, ხოლო აპრილის ბოლოს – ბანკომატებში მომსახურება.
Last Updated on 06.12.2011  
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 106 სტუმარი ათვალიერებს საიტს