სს ჯორჯიან ქარდმა PCI DSS სტანდარტის სერტიფიცირება გაიარა

 

სს ჯორჯიან ქარდმა PCI DSS სტანდარტის სერტიფიცირება გაიარა
ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ სს ჯორჯიან ქარდმა მიიღო Payment Card Industry Data Security Standard-ის სერტიფიკატი.
PCI DSS არის საგადამხდელო სისტემების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საბარათე ინდუსტრიაში მოქმედი ყველა დაწესებულება. სტანდარტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დიდმა საგადამხდელო სისტემებმა როგორებიცაა: VISA, MasterCard, American Express და  Diner’s Club.

ჯორჯიან ქარდი არის ერთერთი პირველი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში რომელმაც გაიარა PCI DSS სერტიფიცირება. ეს ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.
ჯორჯიან ქარდის სერტიფიცირება მოახდინა მსოფლიოს ერთერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა კომპანიამ “Trustwave”. სერტიფიკატი მოქმედია 2011 წლის ოქტომბრამდე. 2011 წლის ოქტომბერში ჯორჯიან ქარდმა უნდა გაიაროს რესერტიფიცირება.
“Trustwave”-ის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები - დევიდ ფრაუდი და პიტერ ლუპშიჩი ჩამოვიდნენ თბილისში, რათა პირადად გადაეცათ სერტიფიკატი ჯორჯიან ქარდის გენერალური დირექტორის - ქალბატონი ნანა ქებურიასთვის. სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია ჩატარდა შერატონ მეტეხი პალასში და ამ ცერემონიას დაესწრნენ ჯორჯიან ქარდის კლიენტი ბანკების წარმომადგენლები.
კომპანია “Trustwave” გეგმავს მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ PCI DSS სერტიფიკაციის პროცესში, რადგან ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მათი ბიზნესის მომავალ განვითარებაში.

Click here to view PCI Certificate.

 

 
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 36 სტუმარი ათვალიერებს საიტს