აქციონერები

 



"საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსში. "საქართველოს ბანკი" საქართველოში უმსხვილესი ბანკია აქტივების, სესხების, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით (ფლობს 33% საბაზრო წილს მთლიანი აქტივების მიხედვით).

ბანკი მის კლიენტებს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ბანკი ასევე სთავაზობს კლიენტებს სამომხმარებლო და კორპორატიული დაზღვევის პროდუქტების ფართო არჩევანს.

"საქართველოს ბანკი" ქვეყნის მასშტაბით არსებული 142 სერვის ცენტრისა და 416 ბანკომატის (საქართველოში ყველაზე მეტი ბანკომატი), აგრეთვე ინტერნეტ-ბანკის, მობილ-ბანკისა და ტელეფონ-ბანკის მეშვეობით, მომსახურებას უწევს 856,000-ზე მეტი ფიზიკური პირის და 139,000 კორპორატიული კლიენტის მიმდინარე ანგარიშს.

ბანკი მის მფლობელობაში მყოფ შვილობილ კომპანიებთან ერთად, დაყოფილია შემდეგ სტრატეგიულ ბიზნეს-მიმართულებად: საცალო საბანკო საქმიანობა, კორპორატიული საბანკო საქმიანობა, დაზღვევა და კორპორატიული ცენტრი; და სამ ბიზნეს-მიმართულებად: აქტივების მართვა, დაგროვილი ქონების მართვა, "გალტ & თაგგარტ სიქიურითის".

2006 წლის 29 ნოემბერს "საქართველოს ბანკი" პირველი ქართული კომპანია და დსთ–ს სივცეში მეორე ბანკი გახდა, რომელმაც საკუთარი აქციები, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: BGEO) განათავსა. "გალტ & თაგგარტ" ინდექსის მთავარი კომპონენტი, “საქართველოს ბანკის” აქციები (GSE: GEB) საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივაჭრება 2001 წლიდან. ბანკის დაახლოებით 89% ინსტიტუციონალური ინვესტორების მფლობელობაშია, დანარჩენი კი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და 1400-მდე რეზიდენტ და არა-რეზიდენტ ფიზიკურ პირს ეკუთვნის. "საქართველოს ბანკი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'B/B'; Moody’s: 'B3/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'B/B'.

2008 და 2009 წლის მარტში, "საქართველოს ბანკმა" მიიღო "Global Finance"-ის ჯილდო "საქართველოს წლის საუკეთესო ბანკი".

ზედიზედ ოთხჯერ - 2005, 2006, 2007 და 2008 წლებში ბანკმა მიიღო კაპიტალის ბაზრების შესახებ არსებული წამყვანი გამოცემის, "Euromoney"-ს ჯილდო წარჩინებისათვის "საქართველოს საუკეთესო ბანკი".

2006, 2007 და 2008 წლებში "საქართველოს ბანკმა" Financial Times Business Ltd-ს გამოცემა "The Banker"-ისგან მიიღო ჯილდო "საქართველოს წლის ბანკი".

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:






ბანკი “რესპუბლიკა” ერთ–ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი “რესპუბლიკა” წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც სწრაფად აფართოვებს კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას და ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკი კლიენტებს 42 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება.

უკვე სამი წელია, რაც ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” გახდა. “სოსიეტე ჟენერალის” გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ “რესპუბლიკის” ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას “სოსიეტე ჟენერალის” ჯგუფის ფარგლებში. ბანკი “რესპუბლიკის” კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო ცოდნასა და კომპეტენციაში მდგომარეობს უცხოელი ინსვესტორების სასარგებლოდ, რაც ბანკს ეხმარება საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და უცხოელი პარტნიორების მოზიდვის კუთხით. ბანკი აქტიურია იპოთეკური და სამომხმარებლო დაფინანსებისა და მიკროდაკრედიტების კუთხით და დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს არამხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბანკი “რესპუბლიკა” უნივერსალური ბანკინგის მოდელით ხელმძღვანელობს და მისი მიზანი აქციონერთათვის დამატებითი ღირებულებების უზრუნველყოფაა. “სოსიეტე ჟენერალთან” ინტეგრაციის შემდეგ, ბანკში დაინერგა რისკის მენეჯმენტის ახალი სისტემა. ბანკი “რესპუბლიკა” “სოსიეტე ჟენერალის” მიწოდების ქსელში საბაზრო ძალაუფლების ზრდით დაიმკვიდრებს ადგილს.

მომავალი წლების პერსპექტივა საკმაოდ პოზიტიური და საიმედოა საბალანსო უწყისის ზრდისა და 2006 წელს განხორციელებული ინვესტიციების წყალობით. ბანკი “რესპუბლიკის” მიზანი შემოსავლების არსებითი ზრდაა; ამდენად, ბანკი გააგრძელებს ბიზნესის განვითარების ინვესტირებას და სწრაფად გააფართოვებს ფილიალების ქსელს. ბანკ “რესპუბლიკის” მიზანი 12-15 ფილიალის გახსნაა 2008 და მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 60-80 ფილიალი და სერვის ცენტრი. ბანკ “რესპუბლიკის” სტრატეგიის ნაწილი მაღალი დონის მომსახურებაა. ბანკსა და მის მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობაა, რაც ქმნის ბანკის მომავალი განვითარების გარანტიას. უფრო მეტიც, “სოსიეტე ჟენერალის” მუდმივი მხარდაჭერა გაზრდის ბანკის საიმედოობას, დამატებით სარგებელსა და წარმატებულ საქმიანობას.

ბანკ “რესპუბლიკის” ბიზნესის სტრატეგია მიმართულია არა მხოლოდ მოგების მიღებაზე, არამედ სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის წარმოებაზე სოციალური პრობლემების სრულყოფილი მოგვარების მიზნით. ბანკ “რესპუბლიკის” მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას საქართველოში მისი ახალ საფეხურზე გადაყვანის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
 
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 148 სტუმარი ათვალიერებს საიტს