პარტნიორები

 

 

ტიეტო

კომპანია „ტიეტო“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახორციელებს ანალიზს და დეველოპმენტს, ასევე საკონსულტაციო მოსახურებას. კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 16 000 სპეციალისტი. „ტიეტო“ წარმოადგენს ჩრდილოეთ ევროპის წამყვან IT კომპანიას და მსოფლიო ლიდერს ბაზრის განსაზღვრულ სეგმენტებზე. კომპანია გამოირჩევა მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებულობით, კომპეტენტურობით, პროფესიონალიზმით, მაღალკვალიფიციურობით, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

2008 წლის დეკემბრიდან კომპანია ძველი სახელი „ტიეტო ენატორი“ შეცვალა და გახდა „ტიეტო“. ასევე შეიცვალა კომპანიის ლოგოტიპი.  




ქარდჰოლი

კომპანია „ქარდჰოლი“ წარმოადგენს ცნობილი კომპანიების DataCard Group, GemPlus inc. და TaG Systems co. – ს წარმომადგენელს და პარტნიორს. კომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს მოსკოვში. დღეისათვის „ჯორჯიან ქარდის“ მთელი პერსონალიზაციის სისტემა აღჭურვილია Cardhall–ის მიერ მოწოდებული DataCard–ის აპარატურით და პროგრამული საშუალებებით.



 

ინპასი

ელექტრონული ფინანსური ტრანზაქციების ტექნოლოგიების ლიდერის , Verifone – ის რეგიონალური პარტნიორი Inpas ერთ–ერთი მთავარი მომწოდებელია საქართველოს ბაზაზრზე. „ჯორჯიან ქარდის“ კლიენტი ბანკები უპირატესობას ანიჭებენ Verifone OMNI სერიის POS ტერმინალებს ჩიპური ბარათების ექვაირინგის ფუნქციონალით, რომელთა მომწოდებელია. ამავე კომპანიისაა ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფა.




გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები

კომპანია არის მაღალი წარმადობის მონაცემთა დამუშავებისა და ქსელური აპარატურის ადგილობრივი მომწოდებელი. წარმოადგენს რა HP-ს და CISCO Systems–ის ავტორიზირებულ დილერს, UGT–მ განახორციელა „ჯორჯიან ქარდისათვის“ ყველა ძირითადი საპროცესინგო აპარატურის მოწოდება. რთული, მრავალპლატფორმული საინფორმაციო სისტემების აგებაში კომპანიის დიდი გამოცდილების წყალობით, UGT–მ ერთობ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯორჯიან ქარდის საპროცესინგო – ინფორმაციულ საშუალებათა სრულყოფის საქმეში.



 

აზრი

ქართული პროგრამულ საშუალებათა მომწოდებელი კომპანია „აზრი“ არის ჯორჯიან ქარდის ერთ–ერთი სტრატეგიული პარტნიორი და ახორციელებს ონ–ლაინ გადახდების და სხვა დამხმარე პროგრამულ საშუალებათა მოწოდებას.
 
CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 74 სტუმარი ათვალიერებს საიტს