„ჯორჯიან ქარდმა“ უკვე მეორედ გაიარა PCI DSS სერტიფიცირება

 

PCI DSS სტანდარტების განმეორებითი შემოწმება „ჯორჯიან ქარდმა“ კვლავ წარმატებით გაიარა.
PCI DSS არის საგადამხდელო სისტემების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საბარათე ინდუსტრიაში მოქმედი ყველა დაწესებულება. სტანდარტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დიდმა საგადამხდელო სისტემებმა როგორებიცაა: VISA, MasterCard,  American Express და  Diner’s Club.

Last Updated on 06.12.2011 Please Read more  
„ჯორჯიან ქარდმა“ წარმატებით დაასრულა „საქართველოს ბანკის“ სასერტიფიკაციო პროექტი Diners Club International საგადამხდელო სისტემაში

 

„ჯორჯიან ქარდმა“ წარმატებით დაასრულა „საქართველოს ბანკის“ სასერტიფიკაციო პროექტი Diners Club International  საგადამხდელო სისტემაში. პროექტი მოიცავდა სავაჭრო ობიექტების ტერმინალებში და ბანკომატებში ექვაირინგის სერვისის სერტიფიკაციას, ხორციელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და შედგებოდა რამდენიმე ფაზისაგან, მათ შორის: ავტორიზაციების და ტრანზაქციების მეისჯების ოფლაინ და ონლაინ სერტიფიკაცია, ტერმინალებისა და ქსელური შეერთების სერტიფიკაცია, ჰოსტის მომზადება და მიგრაცია რეალური გარემოს ოპერაციების მხარდასაჭერად.

Last Updated on 06.12.2011 Please Read more  
სს ჯორჯიან ქარდმა PCI DSS სტანდარტის სერტიფიცირება გაიარა

 

სს ჯორჯიან ქარდმა PCI DSS სტანდარტის სერტიფიცირება გაიარა
ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ სს ჯორჯიან ქარდმა მიიღო Payment Card Industry Data Security Standard-ის სერტიფიკატი.
PCI DSS არის საგადამხდელო სისტემების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საბარათე ინდუსტრიაში მოქმედი ყველა დაწესებულება. სტანდარტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დიდმა საგადამხდელო სისტემებმა როგორებიცაა: VISA, MasterCard, American Express და  Diner’s Club.

Please Read more  
2009 წლის ნოემბერში გაიხსნა „ჯორჯიან ქარდის“ ახალი ოფისი

2009 წლის ნოემბერში გაიხსნა „ჯორჯიან ქარდის“ ახალი ოფისი, რომელიც განთავსებულია  დიღომში, ჩაჩავას ქ.N8-ში მდებარე შენობაში. ოფისის საერთო ფართი შეადგენს 600 კვ.მ.–ს და უკავია შენობის მე–7 და მე–8 სართულები.

Please Read more  
„ჯორჯიან ქარდში“ ხარისხის კონტროლის განყოფილება შეიქმნა

წევრი ბანკების და მათი კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2009 წლის ნოემბერში „ჯორჯიან ქარდში“ შეიქმნა მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომელიც განახორციელებს კომპანიის შიდა სტრუქტურული ერთეულების მიერ კლიენტებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და სისწრაფის, ასევე ექვაირინგის ქსელში ჩართული ტერმინალებისა და ბანკომატების გამართული მუშაობის, ვიზუალური მდგომარეობისა და სისუფთავის მონიტორინგს.

Please Read more  


CALL CENTER

+995 32 2315809
+995 32 2314999
Who's Online

 84 სტუმარი ათვალიერებს საიტს